კიდევ ერთი უმძიმესი ავარია აჭარში და კიდევ მსხვერპლი – ვინ არის დაღუპული და როგორ მოხდა ტრაგედია? – geonewest.com
ახალი ამბები

კიდევ ერთი უმძიმესი ავარია აჭარში და კიდევ მსხვერპლი – ვინ არის დაღუპული და როგორ მოხდა ტრაგედია?

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს 

მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მინივენის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Back to top button