მოკლულია 25 წლის მარიამი – ვინ აღმოჩნდა მაღაზიაში კამათის დროს მოკლული ახალგაზრდა ქალი და რას ჰყვებიან გამაოგნებელ ამბავზე ახლობლები? – geonewest.com
ახალი ამბები

მოკლულია 25 წლის მარიამი – ვინ აღმოჩნდა მაღაზიაში კამათის დროს მოკლული ახალგაზრდა ქალი და რას ჰყვებიან გამაოგნებელ ამბავზე ახლობლები?

გარ­და­ბან­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა დღეს, გარ­და­ბან­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ავე­ჯის მა­ღა­ზი­ა­ში მოხ­და.

რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ცოლ-ქმა­რი მა­ღა­ზი­ა­ში ავე­ჯის სა­ყიდ­ლად შე­ვი­და, ისი­ნი ვერ შე­თან­ხმდნენ, რო­მე­ლი კა­რა­და ეყი­დათ და ამის გამო კონ­ფლიქ­ტი წა­მო­ი­წყეს.

წყა­როს ცნო­ბით, ამ დროს მა­მა­კაც­მა ჯი­ბი­დან და­სა­კე­ცი დანა ამო­ი­ღო და ცოლს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მოკ­ლუ­ლი 25 წლის ახალ­გაზ­რდა ქალი, მა­რი­ამ გა­ხო­კი­ძეა.

რო­გორც მისი ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, “უბ­ნე­ლე­ბი ხში­რად ამ­ბობ­დნენ, რომ ქმა­რი ცოლ­ზე ხში­რად ძა­ლა­დობ­და”.

“ასე ჩემ­თან არ სა­უბ­რობ­და, ჩვენ უბან­ში რომ ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბო­დით მხო­ლოდ მო­ვი­კი­თხავ­დით და ვე­სალ­მე­ბო­დით. პი­რად თე­მებ­ზე არ ვსა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ უბ­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად უძა­ლა­დია კი­დეც.

რა­ღა­ცებს რომ უკ­რძა­ლავ­და, ეს ვი­ცო­დი.

ამ კაცს ცოლი ჰყავ­და და სხვებს დას­დევ­და, უყუ­რებ­და ყვე­ლა ლა­მაზ გო­გოს. მა­რი­ა­მის ქმრო­ბამ­დეც ასე­თი იყო და მერე რა შეც­ვლი­და”, – ამ­ბობს Ambebi.ge-სთან მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის კ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

წყარო: ambebi.ge

Back to top button