“ანი სხვას არასდროს სვამდა საჭესთან, ამ გამონაკლისის გარდა… ალბათ გზაში რამის საყიდლად გაჩერდნენ და შემდეგ დაჯდა აჩი საჭესთან” – ტრაგედიის ახალი დეტალები – geonewest.com
ახალი ამბები

“ანი სხვას არასდროს სვამდა საჭესთან, ამ გამონაკლისის გარდა… ალბათ გზაში რამის საყიდლად გაჩერდნენ და შემდეგ დაჯდა აჩი საჭესთან” – ტრაგედიის ახალი დეტალები

გო­ნი­ო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მი­მა­ვალ­მა “ბმვ-ს” ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან მყოფ­მა მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და იქვე სახ­ლთან გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა. ეს უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გავ­რცელ­და.

  • სამ­წუ­ხა­როდ შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ “ბმვ-ს” მარ­კის მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, ანა მა­ხა­რა­ძე, მეგი ჯა­ი­ა­ნი და სა­ლო­მე გორ­გა­ძე ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ, ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მძღო­ლი და კი­დევ ერთი ბიჭი ავა­რი­ის დროს და­შავ­და.

ისი­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მათ­გან ერთს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, ხოლო მე­ო­რე ახალ­გაზ­რდას ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ავა­რი­ის მი­ზე­ზად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე და­სა­ხელ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­შიც ჩანს, რო­გო­რი სიჩ­ქა­რით მი­დის მან­ქა­ნა.

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ჭეს­თან მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, აჩი დე­ვა­ძე და­ა­კა­ვეს და მას პა­ტიმ­რო­ბაც შე­ე­ფარ­და. უწყე­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც უკვე გა­ავ­რცე­ლა:

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 14 ივ­ნისს, ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მი­დან სარ­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო მარ­თვა და გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სამი პირი გარ­და­იც­ვა­ლა. და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და” – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მეგი, ანა, სა­ლო­მე

აჩი დე­ვა­ძე ბა­თუ­მე­ლია და ის ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნე­ბის მე­გო­ბა­რი იყო. მე­გობ­რის, 19 წლის ანა მა­ხა­რა­ძის მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან იჯდა იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს.

“ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა, სი­ტყვე­ბი არ მაქვს. მან­ქა­ნა ანის ეკუთ­ვნო­და. ანის სხვე­ბის­თვის მან­ქა­ნის თხო­ვე­ბა არ უყ­ვარ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სხვას არას­დროს სვამ­და სა­ჭეს­თან. ამ გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. შემ­თხვე­ვაც ბა­თუ­მი­დან სარ­ფის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. მე­გობ­რე­ბი ერ­თად სა­ყიდ­ლებ­ზე თურ­ქეთ­ში უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნენ იმ კონ­კრე­ტულ დღეს.

ანის დედა სარფში მუ­შა­ობს და ანიც თით­ქმის ყო­ველ დღე გად­მო­დი­ო­და სარფში. ისიც ვიცი, რომ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლამ­დე ანი მარ­თავ­და მან­ქა­ნას. ვფიქ­რობ გზა­ში გა­ჩერ­დნენ რა­მის სა­ყიდ­ლად და მა­შინ მოხ­და სა­ჭეს­თან მძღო­ლის ცვლი­ლე­ბა. სა­ჭეს­თან ანას მე­გო­ბა­რი, აჩი დე­ვა­ძე იჯდა. არ ვიცი რა­ტომ დას­ვა ის სა­ჭეს­თან. თა­ვად ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა. სხვე­ბის­თვის მან­ქა­ნის თხო­ვე­ბა არ უყ­ვარ­და… დატ­რი­ალ­და ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში 19 წლის ანა მა­ხა­რა­ძის მე­გო­ბა­რი.

ambebi.ge

Back to top button