
ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მსხვერპლით დასრულდა, – ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო.