ახალი ამბები
“სუფრაზე, ჭიქაში ჩამიგდო ახალი “მერსედესის” გასაღები” – ვინ აჩუქა ბესო ბერულაშვილს მანქანა და როგორი სუფრის წევრია ბიძინა ივანიშვილი
ბესო ბერულაშვილი ჟურნალ გზასთან იხსენებს:
გუჯა ბუბუტეიშვილთან ვიყავი, სადაც ფეხით მივედი და მანქანით გამომიშვა.
– მანქანა გაჩუქათ? – დიახ! პირდაპირ ჭიქაში ჩამიგდო ახალი “მერსედესის” გასაღები… ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ქართულ სუფრაზე და რატომღაც, ამაზრზენი რაღაცების გამოგონებით ამახინჯებენ. ფეხსაცმელს რომ გაიხდიან და იმით ღვინოს დალევენ, მაპატიეთ და, ეს არის მარაზმი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ქართულ ტრადიციასთან.
პირადად მე, ქართულ სუფრაზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მხოლოდ ცნობილ ადამიანებში არ უნდა ვეძებოთ კარგი თამადები. კოტიკო ყიფიანი არის ალბათ, ნომერი პირველი, რომლის მსგავსი მომლხენი არ მეგულება! მისი სახით ქართულმა თეატრმა კიდევ ერთი კარგი “დოდო აბაშიძე” დაკარგა! ჩოხასავით მოირგებს სუფრას და არნახულ დრო გაგატარებინებს.