ახალი ამბები

რა კავშირი აქვს ოლიგარქ  ივანიშვილის ლევან კაჭარავას შეკვეთილ მკვლელობასთან?

“ლევან კაჭარავას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი” 
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“საყოველთაოდ ცნობილია,რომ ივანიშვილმა 90–იანი წლების სისხლიან რუსეთში სწორედ შეკვეთილი მკვლელობებითაც დააგროვა პირველადი მილიონები.

მარტო ჩაცხრილული ოთარ კვანტრიშვილი გავიხსენოთ. ჩემი პირადი აზრია,რომ გუშინ თბილისში ლევა კაჭარავას,იგივე ტილიკას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მსხვერპლიც შემთხვევით არ იყო ფაქტობრივად გაქცეული საფრანგეთში დღიდან ამ რეჟიმის მოსვლისა. ალბათ ყველას გახსოვთ რომ მოკლული მილიონერი მხედრიონის დამრტყმელ ბირთვში იყო და სწორედ მაშინ გაიტაცეს ივანიშვილის ძმა,რომლის გამოსყიდვაშიც ოლიგარქმა არსებული ინფორმაციით დიდი თანხა გადაუხადა მხედრიონს. მოკლედ ბევრი,რომ არ ვილაპარაკოთ ქვეყანას სათავეში ყველა უბედურებასთან ერთად ტერორისტიც უდგას.

ასევე გირჩევთ

Back to top button