ახალი ამბები
საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა – ამჯერად რა სიმძლვრის იყო მიწისძვრა, სად იყო ეპიცენტრი და საგანგაშო სტატისტიკა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთიდან ერთ კილომეტრში მოხდა.
რაც შეეხება სიმძლავრეს, მან 4 მაგნიტუდა შეადგინა.
ამ ბოლო პერიოდში საქართველოში და განსაკუთრებით კი მეზობელ თურქეთში საკმაოდ მრავლად ხდება მიწისვრები, გთავაზობთ საინტერესო და საგანგაშო სტატისტიკას:
2023 წელს, თურქეთში 74230 მიწისძვრა მოხდა, საიდანაც 797 იყო 4.0 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის
თურქული მედიის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში 3,6-ჯერ მეტი მიწისძვრა დაფქსირდა, ვიდრე 2022 წლის განმავლობაში.
ირკვევა, რომ 2023 წელს მხოლოდ კაჰრამანმარაში 20131 მიწისძვრა მოხდა.
წყარო: ntv. com. ge