სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა – geonewest.com
ახალი ამბები

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

“ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი მამა-შვილი დაიღუპა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეორე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

Back to top button