ახალი ამბები
მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს, რომელიც მანქანის მძღოლი იყო, ეპილეფსია აწუხებდა. დილით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მართვისას იგი ცუდად გახდა და წონასწორობა დაკარგა. ავტომანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამხედრო ბაზასთან მდინარეში ჩავარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მანქანა და შიგ მყოფი ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. გამოძიება დაწყებულია.