
ხობში, სავარაუდოდ, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა – დაიჭრა არასრულწლოვანი გოგო. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში აღენიშნება.
როგორც შსს-მ “მთავარს” განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.