სატვირთო მიკროავტობუსს დაეჯახა, დაიღუპა 15 წლის ბიჭი. – geonewest.com
ახალი ამბები

სატვირთო მიკროავტობუსს დაეჯახა, დაიღუპა 15 წლის ბიჭი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ არალთან ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაღუპულია 15 წლის ბიჭი.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. 

არასრულწლოვანი საფეხბურთო გუნდ „ზარზმის აკადემიის“ წევრი იყო. სააგენტოს ცნობით, ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

Back to top button