
ავტოასგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
„საშინელი ავარია იყო, 6 ადამიანია დაშავებული, აქედან 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. იმედია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.