
ქუთაისში ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯახა | ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს და წერს, რომ ტურისტები ცენტრალურ მოედანზე გზას კვეთდნენ.
მათივე ცნობით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები და ექიმები.



