ცნობილია გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი. – geonewest.com
ახალი ამბები

ცნობილია გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი.

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან იყ­ვნენ.

“ტარო გა­ვი­და 8 სა­ათ­ზე მე­ზო­ბელ­თან, ვერ მი­ვი­და მე­ზობ­ლის სახ­ლამ­დე, გზა­ზე წა­იქ­ცა. ზო­გა­დად ტა­როს ხში­რად უკავ­დე­ბო­და ხელ-ფეხი, ალ­ბათ ახ­ლაც ეგ და­ე­მარ­თა, და­ე­ცა და ად­გო­მა ვერ შეძ­ლო. გა­ი­ყი­ნა სი­ცი­ვე­ში. დი­ლის 9-მდე იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, დამ ვერ იპო­ვა, რად­გან სულ სხვა ად­გი­ლას ეძე­ბა, სა­დაც ძმის ტლე­ფო­ნი იყო – იქ. და­რია ტე­ლე­ფო­ნით რე­კავ­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე ეძე­ბა. ტე­ლე­ფო­ნის ფან­რით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და გა­რე­მოს, ამ დროს გა­და­ვარ­და შემ­თხვე­ვით წყალ­ში. იქ და­ი­ღუ­პა” – გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლე­ბის კი­დევ ერთ ნა­თე­სავს ესა­უბ­რა:

“დი­ლით მე­ზობ­ლის ბავ­შვმა ნახა ეზოს ჭიშ­კარ­თან ტა­რი­ე­ლი გა­ყი­ნუ­ლი. ამის მერე დის ძებ­ნა და­ი­წყეს და და ნა­ხეს სახ­ლთან ახ­ლოს, პა­ტა­რა ნა­კა­დულ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, სიბ­ნე­ლე­ში როცა ძმას ეძებ­და, ამ დროს ჩა­ვარ­და ნა­კა­დულ­ში, მაგ­რამ ეტყო­ბა და­შავ­და და ამოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. ასე­თი მწა­რე რე­ა­ლო­ბაა. არც და იყო გა­თხო­ვი­ლი და არც ძმა იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და ორი­ვე და­ღუ­პუ­ლია. სახ­ლის ერთ მხა­რეს ძმა არის ნა­პოვ­ნი, და სახ­ლის მე­ო­რე მხა­რეს პა­ტა­რა ნა­კა­დულ­ში და იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. ძმა ცენ­ტრა­ლუ­რი ეზოს შე­სას­ვლელ­თან ნა­ხეს და­ღუ­პუ­ლი” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ნა­თე­სა­ვი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გუ­ლის­ხმობს.

Back to top button