ამინდი მკვეთრად უარესდება – რამდენიმე საათის შემდეგ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი… – geonewest.com
ახალი ამბები

ამინდი მკვეთრად უარესდება – რამდენიმე საათის შემდეგ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი…

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

26 სექტემბრის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

Back to top button