მოტოციკლეტი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა – როგორია დაშავებულის მდგომარეობა? – geonewest.com
ახალი ამბები

მოტოციკლეტი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა – როგორია დაშავებულის მდგომარეობა?

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფო რუსთავი

Back to top button