
ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილია თოფურიას შეხვდა. მათ შორის ასეთი დილოგი გაიმართა:
ილია თოფურია: ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით.
დონალდ ტრამპი: უბრალოდ ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ.
ილია თოფურიამ ტრამპს “სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი მოვლენის აშენების შესაძლებლობისთვის” მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს, რომ მოგვცა ეს მშვენიერი დღე და მოგვცა შესაძლებლობა, განვიცადოთ ის გრძნობა, რასაც ჩვენი ოვალურ კაბინეტში ყოფნა ჰქვია.
ეს საოცარი იქნება და გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის…” – თქვა ილია თოფურიამ.
“ილია თოფურია, ის, ვისზეც ამბობენ, რომ მასზე მტკიცე არავინ არსებობს! იყვირე, ჩემო ჩემპიონო! შენ ძალიან განსაკუთრებული ხარ!” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში და ილია თოფურიას მიმართა.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და UFC-ის ჩემპიონების შეხვედრას ილია თოფურიაც ძმა, ალექსანდრე თოფურიაც ესწრებოდა.
წყარო: resonancedaily .com



