ტრაგედია: მსუბუქი მანქანა ტრაქტორს შეეჯახა და… ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა – სად და რა ვითარებაში მოხდა მძიმე ავარია? – geonewest.com
ახალი ამბები

ტრაგედია: მსუბუქი მანქანა ტრაქტორს შეეჯახა და… ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა – სად და რა ვითარებაში მოხდა მძიმე ავარია?

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავის მუნიციპალიტეტში. ავარია სოფელ წინანდალში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე, ღია ტიპის ტრაქტორს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ტრაქტორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

პერიმეტრზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: mak .ge

Back to top button