ახალი ამბები
ცნობილია იტალიაში ავარიისას გარდაცვლილი ერთ-ერთი ქართველის ვინაობა.
იტალიაში, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან, ორი ქართველია, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაღუპულები არიან 37 და 27 წლის კაცები და 34 წლის ქალი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ბრადანიკას სახელმწიფო გზაზე, ლაველოსა და სან ნიკოლა დი მელფის მონაკვეთზე, პოტენტინოს რაიონში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა: ერთ-ერთში ქართველები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეში 27 წლის კაცი, რომელიც წარმოშობით მატერადან იყო. მედიის ინფორმაციით, ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მესამე დაშავებული – სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ გარდაიცვალა ახალგაზდა ემიგრანტი მაკა შალამბერიძე …დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს..😢😥😭.(ქალბატონი. მაკა ავარის დროს დაიღუპა)