
მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, „შენ როგორც გინდა, ისე გვიპასუხე: რატომ დაინგრა შენი ქორწინება?“ – მისი პასუხი ასეთია:
„კი, არ მაქვს პრობლება, თამამად ვსაუბრობ ამ თემაზე. ერთი, რასაც გეტყვი – ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება. მაგრამ გამოცდილება ძალიან დიდი და კარგი მივიღე. 2 წელზე მეტია, განქორწინებულები ვართ“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.
მომღერალ ნინი ქარსელაძის ყოფილი მეუღლე ბიზნესმენი თაზო (თამაზ) ჯახუტაშვილი იყო. ისინი 2021 წელს დაქორწინდნენ. მათი ქორწინების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ნინის დედამ, ხათუნა ჟორდანიამ გაასაჯაროვა.



