
ავტოავარიას ქუთაისში ცნობილი პედიატრი მაია ბეშკენაძე ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ საღამოს აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
,,ვერც კი ვიაზრებ, რა მოხდა . ასეთი კოშმარი ღამე არ მახსოვს . ჯანმრთელი ადამიანი გადადის ქუჩაზე და ისეთი ძალით ეჯახება მანქანა …. ვერ ვიჯერებ ასეთ მოულოდნელ გარდაცვალებას . მაიკო , ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გაგიცანი თემურის ახლობლებში , ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახის შვილი , მერე დავმეგობრდით , კოლეგები გავხდით …… რით გავამხნევო შენი უმაგრესი დედიკო , ასე ძალიან რომ მიყვარს , ვერ ვუძლებ ამ უბედურებას,მაიკო – წერს სოცილაურ ქსელში გულიკო ბენაშვილი.