სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სატვირთო ავტომობილმა კაცს გადაუარა, რომლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა – სად დატრიალდა ტრაგედია? – geonewest.com
ახალი ამბები

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სატვირთო ავტომობილმა კაცს გადაუარა, რომლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა – სად დატრიალდა ტრაგედია?

რუსთავში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ცნობით, მოდებაძის ქუჩაზე, იქ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სატვირთო ავტომობილი 60 წლამდე კაცს დაეჯახა და გადაუარა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჯები.

კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

Back to top button