
კავეას“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ოთარ ბუბაშვილი, იგივე „ბებეტო“ გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ მედიაში გავრცელდა.
„რამდენჯერ მომიწია, მიწევს და ალბათ კიდევ მომიწევს ჩემს არქივებში გარდაცვლილი მეგობრების, ახლობლებისა თუ ნაცნობების ფოტოების მოძებნა და გაზიარება.
არც ერთი ეს ფოტო არ გადამიღია იმ ფიქრით, რომ ერთ დღეს შეიძლება სწორედ ამისთვის დამჭირვებოდა. იმ დროს უბრალოდ ვიღებდი ადამიანს, მომენტს, ჩვენს შეხვედრას, ჩვეულებრივ დღეს.
ყოველ ჯერზე მადლიერი ვარ ჩემი პროფესიის, რომ მაქვს შესაძლებლობა, ადამიანების სახეები, მათი ცხოვრების პატარა მონაკვეთები შემომრჩეს.
და ამავე დროს, ყოველ ჯერზე, როცა არქივში სწორედ ამ მიზეზით მიწევს დაბრუნება, ვნადგურდები.
ბებეტო“, – წერს ლელი ბლაგონრავოვა.
„ჩემი ოთო, ჩვენი ოთო, უსაყვარლესი ბებეტო! ოქროს კაცი და ნამდვილი ადამიანი! უნიჭიერესი და უჭკვიანესი, უწესიერესი კაცი!!! წავიდა… სადაც მართალნი განისვენებენ…“;
„სიტყვები არ მყოფნის… გარდა იმისა, რომ ბებეტო, ყველას ძალიან დაგვაკლდება, ქართულ კინოსაც უდიდესი დანაკლისი ექნება. ძალიან დიდი ტკივილია“;
„ბებეტო … 1979 წელი 13 სექტემბერი – 2026 წელი 16 ოქტომბერი. მარტო უფალმა იცის უკვე რა საშინლად მენატრები. მადლობა, ოთო“ – წერენ გარდაცვლილის მეგობრები.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება.



