ახალი ამბები

დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, დედა კლინიკაში გარდაიცვალა, როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა.

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ,,ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორის კლინკებში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

3 წლის ბავშვს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ.

,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ წუთებში, გამოძახებულია რეფერალური ჯგუფი, რომელიც მცირეწლოვანს გორის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანს.

ინფორმაციისთვის, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს გორის ცენტრში ავტომობილი დაეჯახა.ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.

Back to top button