ახალგაზრდა კაცი ძმამ გარდაცვლილი იპოვა. სად მოხდა საზარელი შემთხვევა? – geonewest.com
ახალი ამბები

ახალგაზრდა კაცი ძმამ გარდაცვლილი იპოვა. სად მოხდა საზარელი შემთხვევა?

დედოფლისწყაროში 45 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა დღეს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მეზობლების თქმით, კაცი ბოლო პერიოდში არ გამოჩენილა, მოსაკითხად სახლში მისულ ძმას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახეს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი ძირითადად, დღიურ სამუშაოებზე დადიოდა და ხშირად ალკოჰოლს იღებდა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

Back to top button