მოხდა ავარია, დაღუპულია პედაგოგი. ცნობილია დაღუპულის ვინაობა. – geonewest.com
ახალი ამბები

მოხდა ავარია, დაღუპულია პედაგოგი. ცნობილია დაღუპულის ვინაობა.

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 73 წლის პედაგოგი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქალს რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით გადაადგილების დროს დაეჯახა.

სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაღუპული თელავის №3 საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სსკ 276- ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.

Back to top button