ახალი ამბები

ცნობილია “გლდანი მოლში” გუშინ მოულოდნელად გარდაცვლილი კაცის ვინაობა

“გლდანი მოლში” გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რატი მსხვილიძეა. ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

რატი მსხვილიძე გუშინ, “გლდანი მოლის” ერთ-ერთ აფთიაქში გარდაიცვალა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ის აფ­თი­აქ­ში შე­ვი­და და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, რად­გან თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვაა.

“საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.

რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს” – ნათქვამია ხელბურთის ეროვნული ფედერაცის ინფორმაციაში.

სამძიმრის წერილს ავრცელებს ხელბურთელთა კლუბი Handball Club – Black Sea Boys-ი.

“ჩვენი კლუბის სახელით გამოვხატავთ, ღრმა მწუხარებას რატი მსხვილიძის გარდაცვალების გამო. რატი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. ითვლებოდა ევროპის ერთ-ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდა ხელბურთელად, წარმატებით ასპარეზობდა საქართველოსა და ევროპის ხელბურთის კლუბებში.

რატის მნიშვნელოვანი დრო აქვს გატარებული ჩვენი კლუბის რიგებში, მასთან ერთად მრავალი ტიტულის მოპოვება ვიზეიმეთ. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, აგრეთვე ქართული ხელბურთის დიდ ოჯახსა და საქართველოს სპორტულ საზოგადოებას მისი გარდაცვალების გამო” – ნათქვამია სამძირმის წერილში.

წყარო: palitravideo. ge

Back to top button