ბინაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი აივნიდან გადმოვარდა, ის ადგილზე დაიღუპა. სად მოხდა შემთხვევა? – geonewest.com
ახალი ამბები

ბინაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი აივნიდან გადმოვარდა, ის ადგილზე დაიღუპა. სად მოხდა შემთხვევა?

ახალქალაქში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, – ინფორმაციას და ვიდეოს ადგილობრივი მედია jnews.ge ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძარი ახალქალაქის ყოფილ პირველ სამხედრო ქალაქში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეოთხე სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

 ახალქალაქში სიმაღლიდან გადმოვარდა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლას აივნიდან ცდილობდა – ის ადგილზე გარდაიცვალა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Jnews.ge ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი ე.წ. სამხედრო ქალაქში, ერთ-ერთი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. როგორც გამოცემას ადგილობრივები უყვებიან, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ქალი, ახალგაზრდა კაცი კი, რომლის გამოყვანაც მეხანძრეებმა შეძლეს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივების ცნობით, ქალი ხანძრისგან თავის დასაღწევად მეოთხე სართულის აივნიდან გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც გადმოვარდა და მიღებული დაზიანებებისგან დაიღუპა.

Back to top button