“ბინაში ფარულად დაუყენა სამეთვალყურეო კამერები,უკრძალავდა ხალთან კონტაქტს…” – ქმრის მიერ მოკლული მარი გახოკიძის უმძიმესი წარსული – geonewest.com
ახალი ამბები

“ბინაში ფარულად დაუყენა სამეთვალყურეო კამერები,უკრძალავდა ხალთან კონტაქტს…” – ქმრის მიერ მოკლული მარი გახოკიძის უმძიმესი წარსული

პრო­კუ­რა­ტუ­რა გარ­და­ბან­ში მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე მარი გა­ხო­კი­ძეს ქმა­რი უზღუ­დავ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, უკ­რძა­ლავ­და ხალ­თან კონ­ტაქტს და ფა­რუ­ლად უთ­ვალ­თვა­ლებ­და.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გარ­და­ბან­ში და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის, დო­კუ­მენ­ტის და­ზი­ა­ნე­ბის და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი 2018 წლი­დან 2026 წლის 5 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბულ­თან, რო­მელ­საც თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, უზღუ­დავ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტის, მუ­შა­ო­ბი­სა და პი­რად სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას. ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლებ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბას, და­უ­ზი­ა­ნა პას­პორ­ტი, ხოლო 2026 წლის და­სა­წყის­ში მე­უღ­ლის სრუ­ლად გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით, მის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ფა­რუ­ლად, და­ა­ყე­ნა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბი.

5 თე­ბერ­ვალს ბრალ­დე­ბულ­მა გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, მე­უღ­ლეს გულ-მკერ­დი­სა და ზურ­გის არე­ში და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი.მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად , და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2026 წლის 6 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის, 11 პრი­მა 381 პირ­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა), 157 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა), 363-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (დო­კუ­მენ­ტის და­ზი­ა­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი პი­რა­დი მო­ტი­ვით), 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის „თ“ და „კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო; ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button