საშინელი ავარია ვაკეში: დაღუპულია მგზავრი, მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს – geonewest.com
ახალი ამბები

საშინელი ავარია ვაკეში: დაღუპულია მგზავრი, მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიდან ერთი გარდაიცვალა, მძღოლი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

Back to top button