ახალი ამბები
სტიქიას საქართველოში მსხვერპლი მოჰყვა – მძიმე ვითარება იმერეთსა და შიდა ქართლში
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სტიქიის შედეგად ქალი დაიღუპა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. უმძიმესია ვითარება იმერეთში. ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შედეგად, დაზიანებულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი, განადგურებულია ხეხილი და ვაზი. მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
არანაკლებ რთულია მდგომარეობა შიდა ქართლში, სადაც სეტყვამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს გადაუარა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც რეგიონებისთვის მიყენებული ზარალი უნდა დაადგინოს.