სად ქრებიან ადამიანები საქართველოში, რამდენი ადამიანია ბოლო წლებში დაკარგული, შოკისმომგვრელი სტატისტიკა. – geonewest.com
ახალი ამბები

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში, რამდენი ადამიანია ბოლო წლებში დაკარგული, შოკისმომგვრელი სტატისტიკა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იკარ­გე­ბა ისე, რომ მათ კვალს ვერც ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ვერც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ვერ აგ­ნე­ბენ. დღეს არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ეძებს და­კარ­გულ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მათი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან საკ­მაო დროა გა­სუ­ლი, ისი­ნი იმედს მა­ინც არ კარ­გა­ვენ, ცდი­ლო­ბენ რო­გორ­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი იპო­ვონ და მი­აგ­ნონ მათ კვალს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე ხში­რად 25-დან 45 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი იკარ­გე­ბი­ან. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გა­სუ­ლი წლის სტა­ტის­ტი­კა დევს.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2025 წლის იან­ვრი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით სულ 64 ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა, მათ­გან 36 მო­ი­ძებ­ნა, სამ­წუ­ხა­როდ მათ შო­რის 6 გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს და ამ დრომ­დე მო­სა­ძებ­ნი დარ­ჩა 28 ადა­მი­ა­ნი. აქე­დან 18 წლამ­დე ასა­კის ანუ, არას­რულ­წლო­ვა­ნი ხუთი პი­რია.

ეს გა­სუ­ლი წლის სტა­ტის­ტი­კაა და სამ­წუ­ხა­როდ მას მე­რეც გა­ვი­გეთ არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბა­ვი. უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ პირ­თა სტა­ტის­ტი­კა მარ­თლაც სა­გან­გა­შოა. მა­გა­ლი­თად 2024 წელს 114 პირი და­ი­კარ­გა, მათ­გან 57 მო­ი­ძებ­ნა, მაგ­რამ დღემ­დე 42 იძებ­ნე­ბა. მათ შო­რის ექ­ვსი არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო 18 პირი 25-დან 45 წლამ­დე ასა­კის არის. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 1973 წლი­დან 2025 წლის ივ­ნი­სის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ და­ი­კარ­გა 6747 ადა­მი­ა­ნი და ამ დრომ­დე მო­სა­ძებ­ნი დარ­ჩა 1024 ადა­მი­ა­ნი. და­კარ­გულ­თა უმე­ტე­სო­ბა 25- დან 45 წლამ­დე ასა­კი­საა. 66 პრო­ცენ­ტი კა­ცია, 34პრო­ცენ­ტი კი ქალი. და­კარ­გუ­ლი 1024 ადა­მი­ა­ნი­დან 37 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დრო გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში გა­დის, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ისი­ნი მა­ინც იმედს ებღა­უ­ჭე­ბი­ან და აქვთ იმის მო­ლო­დი­ნი, რომ და­კარ­გულ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს იპო­ვი­ან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პი­რის უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რე­ბა სა­სა­მარ­თლოს გზით ხდე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. თუ პი­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას, სა­სა­მარ­თლო მას უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლის სტა­ტუსს ანი­ჭებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი პირი დაბ­რუნ­დე­ბა, ან მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის აღ­მო­ჩე­ნა მოხ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უქ­მდე­ბა.

ამ სტა­ტის­ტი­კა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მოხ­ვდე­ბო­და 18 წლის ზუ­რაბ გუ­ლა­რო­ვი, რო­მელ­საც გა­სუ­ლი წლის 12 დე­კემ­ბრი­დან ეძე­ბენ. ბიჭი კას­პში ცხოვ­რობს. ის გამ­თე­ნი­ას გა­ვი­და სახ­ლი­დან და მას შემ­დეგ მის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს.

“სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ამ დრომ­დე არ გვაქვს. უაღ­რე­სად კარ­გი ბავ­შვია ზუკა, სტუ­დენ­ტი გახ­და წელს, ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში სწავ­ლობ­და. ღამე ადგა და სახ­ლი­დან გა­ვი­და. მას მერე ვერ­სად ვპო­უ­ლობთ. მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი სახ­ლში და­ტო­ვა, არა­ფე­რი არ ვი­ცით გარ­და იმის, რომ ვე­ძებთ. ღმერ­თს შევ­თხოვ ვი­პო­ვოთ უვ­ნე­ბე­ლი. ყველ­გან ვე­ძებთ, არ­სად არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია,” – გვი­თხრა ზუ­რაბ გუ­ლა­რო­ვის ნა­თე­სავ­მა.

ზუ­რაბ გუ­ლა­რო­ვი

ერთ წელ­ზე მეტი გა­ვი­და არას­რულ­წლოვ­ნის, მე­ცხრე კლა­სე­ლი ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან. მის ძებ­ნა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ერ­თო, მაგ­რამ ბი­ჭის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს.

ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძე ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და 2025 წლის 16 იან­ვრის ღა­მეს. 22:00 სა­ა­თის შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვე­რა­ვინ მი­აგ­ნო. მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი, ჩან­თა და ტე­ლე­ფო­ნი, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. და­კარ­გუ­ლის ძებ­ნა ზღვა­ში კარ­გა ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გა­მო­ძი­ე­ბას ამ დრომ­დე არ აქვს რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ინ­ფორ­მა­ცია. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე მო­ზარ­დი ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თილ­სა და ვარ­ჯიშ­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ მისი კვა­ლი ზღვის სა­ნა­პი­როს­თან გაქ­რა. პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სებს მისი დედა.

ალექ­სან­დრე… სა­ხე­ლი, რომ­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც გული მე­კუმ­შე­ბა… სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც მე შე­ვარ­ჩიე ჩემი მუც­ლად მყო­ფი შვი­ლის­თვის… სა­ხე­ლი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი ძალა და სიმ­ტკი­ცე მო­მი­ტა­ნა და­ბა­დე­ბი­დან… ამ სა­ხე­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი, ჩემი შვი­ლი, ჩემი ნა­წი­ლი, ჩემი ძალა და ახლა უკი­დე­გა­ნო მო­ნატ­რე­ბაა… რო­გორ მინ­და და­ვუ­ძა­ხო ჩემს ალექ­სან­დრეს და გა­ვი­გო მისი “ხო დეე…” – და­წე­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ დე­დამ ნა­თია დი­აკ­ვნიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძე

წლე­ბის წინ და­კარ­გულ შვილს ისევ ეძებს და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძის დედა, ლამ­ზი­რა მა­ხა­რა­ძე. დღემ­დე შვი­ლის მო­ლო­დინ­შია და ამ­დე­ნი წლის მე­რეც არ აქვს მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, სად გა­უ­ჩი­ნარ­და მისი 16 წლის გო­გო­ნა. დარო (და­რე­ჯან) დი­ა­სა­მი­ძე 2013 წლის 7 აგ­ვის­ტოს აჭა­რა­ში, სო­ფელ ახალ­შენ­ში და­ი­კარ­გა. ბი­ძის სახ­ლი­დან შინ წა­ვი­და, მაგ­რამ გზა­ში გო­გო­ნა გაქ­რა.

“შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც არა­ფე­რი სი­ახ­ლე არ მაქვს. ვართ იმ წერ­ტილ­ში, სა­დაც ვი­ყა­ვით. არ გვაქვს არა­ნა­ი­რი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. რაც დრო გა­დის, უფრო ცუ­დად ვარ. ყვე­ლას ვე­მუ­და­რე­ბი, იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ-მეთ­ქი. ჩემ­სა­ვით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ბევ­რი დე­დაა, ვერ ამიხ­სნია რა­ტომ უნდა იკარ­გე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი ქვე­ყა­ნა­ში? ამა­ზე ფიქ­რს რომ ვი­წყებ, აზ­როვ­ნე­ბის უნარს ვკარ­გავ, გა­მა­გე­ბი­ნეთ, ასე უგზო უკ­ვა­ლოდ რა­ტომ ქრე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში? ყველ­გან ვე­ძებ­დი ჩემს შვილს. მათ შო­რის სა­ზღვარ­გა­რეთ, უბ­რა­ლოდ ვერ­სად ვე­რა­ფე­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვერ ვი­პო­ვე.

ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და არა­ფე­რი მაქვს სა­ლა­პა­რა­კო. ნეტა მქონ­დეს სი­ახ­ლე, წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ჟურ­ნა­ლის­ტი თქვენ ხართ და მა­პა­ტი­ეთ კი­თხვას რომ ვსვამ, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რომ იკარ­გე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, მათი ოჯა­ხის წევ­რებს დნმ-ის ანა­ლი­ზე­ბი აღე­ბუ­ლი აქვთ? მა­ინ­ტე­რე­სებს სხვა ქვეყ­ნებ­შიც ეძე­ბენ თა­ვი­ანთ შვი­ლებს? ჩემი შვი­ლის ძებ­ნა როცა და­ი­წყო ინ­ტერ­პო­ლით, მა­შინ მე ჩა­ვა­ბა­რე დნმ-ის ანა­ლი­ზიც, რამ­დე­ნი­მე ხანი იძებ­ნე­ბო­და წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით, ხუთი წლის მერე გა­და­ვი­და ყვი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში. მი­თხა­რით, სად უნდა გაქ­რეს ადა­მი­ა­ნი ასე უგზო-უკვლოდ? რად­გან არ ინა­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი შვი­ლი, მაქვს ეჭვი რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ხომ არ გა­და­იყ­ვა­ნეს. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ეყ­ვა­ნათ, ყველ­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს და ამი­ტომ არ ვკარ­გავ იმედს. თურ­ქეთ­შიც ვე­ძე­ბე ჩემი შვი­ლი, იქა­ურ პო­ლი­ცი­ა­საც მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ზე”, – ამ­ბობს ლამ­ზი­რა მა­ხა­რა­ძე.

და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძე

რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ერ­თა­დერთ შვილს ეძებს ასე­ვე ინგა ვე­კუა. ჩხო­რო­წყუ­ში, ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში და­კარ­გა 33 წლის გი­ორ­გი მუ­ჩი­აშ­ვი­ლი 2015 წლის აგ­ვის­ტო­ში.

ვერც  ცო­ცხა­ლი და ვერც მკვდა­რი ვერ ვი­პო­ვეთ ჩემი შვი­ლი. ასე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, სა­დღაც ხომ უნდა იყოს? მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და. ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მათ­თვის უთ­ქვამს, რომ მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და და პირ­ველ ტბას­თან და­ე­ლო­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი­დან მე­ო­რე ტბამ­დე რვა სა­ა­თის შუ­ა­ლე­დია. მობ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იგი ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ. მა­შინ ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბის მიმ­დე­ბა­რედ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეძებ­დნენ. მე რო­გორც ვიცი, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი… იმე­დი მაქვს ახ­ლაც, სა­დღაც არის და უბ­რა­ლოდ ამ­ნე­ზია აქვს. მე ვე­სა­უბ­რე ფსი­ქო­ლო­გებ­საც და მი­თხრეს, რომ რო­დე­საც ადა­მი­ანს ეში­ნია, ამ­ნე­ზია ემარ­თე­ბა. ცოტა მში­შა­რაც იყო. სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა. ჩემი შვი­ლი სხვა­ნა­ი­რად არ მო­მექ­ცე­ო­და… არ ვიცი რა გი­თხრათ, მაშ­ვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი ეძებ­და ჩემს შვილს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­დი­რე­ე­ბი, ვერ­ტმფრე­ნიც იყო ჩარ­თუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც იდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ზე და ზუს­ტად ეს მა­ო­ცებს, სად იკარ­გე­ბა ეს ხალ­ხი? თუ არის რო­მე­ლი­მე უწყე­ბა, რო­მე­ლიც ზუს­ტად ამ კუ­თხით მუ­შა­ობს? რვა წელი გა­ვი­და ჩემი შვი­ლის და­კარ­გვი­დან.

გი­ორ­გი მუ­ჩი­აშ­ვი­ლი

არა­ნა­ი­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არ მაქვს. არა­ფერს არ ვაგ­რძე­ლებ ახლა, რა აზრი აქ. ეს საქ­მე ასე იქ­ნე­ბა, არ და­ი­ხუ­რე­ბაო, გა­სა­გე­ბია არ და­ი­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ რა კეთ­დე­ბა ეს მა­ინ­ტე­რე­სებს. მე რო­გორც შე­მეძ­ლო, ჩემს სა­მე­გობ­როს, სა­ნა­თე­სა­ვოს, რა ვიცი, რაც შევ­ძე­ლით, მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ არა­ფე­რი არ ის­მის, მე იმედს არ ვკარ­გავ და ვფიქ­რობ, რომ ცო­ცხა­ლია, თო­რემ გარ­დაც­ვლილს მა­ინც ხომ იპო­ვიდ­ნენ. არა­ფე­რი ვერ­სია არა მაქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად. უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან რამ­დე­ნი­მე­ჯერ იმის მე­რეც დავ­რე­კე, ვე­ლა­პა­რა­კე გა­მომ­ძი­ე­ბელს, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბი­ან ვე­ძებ­თო და რა? უმა­დუ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი კი, გვერ­დზე და­მიდ­გა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ხალ­ხიც, ერთი ჯგუ­ფი, მე­ო­რე ჯგუ­ფი, უშიშ­რო­ე­ბა, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბი იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი და ჩვე­ნი მხრი­დან კი­დევ მთამ­სვლე­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბიც იყ­ვნენ, ყველ­გან მო­ვი­კი­თხეთ, ტაძ­რებ­შიც, ეკ­ლე­სი­ე­ბიც მო­ვი­ა­რეთ ახ­ლო­მახ­ლო რაც იყო, ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სა­ი­დან არა­ფე­რი ის­მის. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყველ­გან გა­ვა­კა­რით გი­ორ­გის ფო­ტო­ე­ბი, მაგ­რამ არა­ფე­რი.

სტა­ტის­ტი­კაც ნა­ხეთ, გა­სულ წელს 28 კაცი და­ი­კარ­გაო ამ­ბობთ, ეს ხომ არ არის ად­ვი­ლი, ჩემი შვი­ლის და­კარ­გვის დრო­ი­დან რამ­დე­ნია დღემ­დე და­კარ­გუ­ლი, წე­ლი­წად­ში რომ ამ­დე­ნი იკარ­გე­ბა, სად ქრე­ბა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი” – ამ­ბობს ინგა ვე­კუა.

სამ­წუ­ხა­როდ ლა­გო­დე­ხე­ლი პე­და­გო­გი ციცო ლა­ზაშ­ვი­ლი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ და­კარ­გუ­ლი შვი­ლის, ოთარ ლა­ზაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ვე­რა­ნა­ი­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მო­ი­ძია.

რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე ყო­ველ გა­ზა­ფხულს იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ფე­ხით და­დი­ო­და, სა­დაც მისი შვი­ლი და­ი­კარ­გა და ცდი­ლობ­და რო­გორ­მე მისი კვა­ლის­თვის მი­ეგ­ნო. ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­და. ოთარ ლა­ზაშ­ვი­ლი 2013 წლის ზა­ფხულ­ში, მთა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.

ოთარ ლა­ზაშ­ვი­ლი

“ლა­მის შე­ვი­შა­ლე, შვილს ვერ ვპო­უ­ლობ. მისი ოც­ნე­ბა იყო, ბევ­რი სა­ქო­ნე­ლი ჰყო­ლო­და. საჭ­მელს არ შე­ჭამ­და, ტან­საც­მელს არ იყიდ­და, ფულს აგ­რო­ვებ­და და იმ ფუ­ლით ხან კვიცს ყი­დუ­ლობ­და, ხან ხბოს, ხან ცხვარს. ასე მო­ამ­რავ­ლა სა­ქო­ნე­ლი. ზა­ფხულ­ში ცხვრე­ბი მთა­ში დაჰ­ყავ­და, მაგ­რამ ის მთა, სა­დაც შვი­ლი და­მე­კარ­გა, უცხო იყო მის­თვის, იქ პირ­ვე­ლად წა­ვი­და. 10 დღე გზა­ში იარა. ბო­ლოს დუ­შე­თის მთებ­ში, ბა­რი­სა­ხოს­თან და­ბა­ნაკ­და. მას­თან ერ­თად ორი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბიჭი იყო, უბ­რა­ლოდ ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­დნენ, მე­გობ­რე­ბი არ ყო­ფი­ლან. იმათ და­კი­თხვას დღემ­დე ვი­თხოვ, მაგ­რამ საშ­ვე­ლი არ არის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ დღეს იქ რა­ღაც მოხ­და. ვერ გა­ვი­გე, ცამ ჩაყ­ლა­პა ჩემი შვი­ლი? ნემ­სი იყო და გაქ­რა? გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა მთებ­ში დავ­დი­ვარ და ვცდი­ლობ, მის კვალს მი­ვაგ­ნო” – ამ­ბობ­და მა­შინ ოთა­რის დედა, ციცო ლა­ზაშ­ვი­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ შვილს სიკ­ვდი­ლის ბო­ლომ­დე ეძებ­და

წყარო: ambebi.ge

Back to top button