ახალი ამბები

ცნობილია საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილი მე-5 გოგონას ვინაობა.

7 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან და ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.

დაღუპულთა შორის არიან ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, ასევე გვანცა არევაძე და მისი მეუღლე ნიკა ქუთათელაძე. მეხუთე გარდაცვლილი მარიამ ქადაგიძეა.

Back to top button