ცოტა ხნის წინ ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა – დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს – geonewest.com
ახალი ამბები

ცოტა ხნის წინ ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა – დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

ავარიის დროს ერთმანეთს “აუდისა” და “ფორდის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო დახმარების გამოძახება.

ადგილზე მობილიზებული იყო, სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსთაველის ქუჩაზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

წყარო: resonancedaily. com

Back to top button