ბათუმში, მშენებლობაზე გაზის აფეთქებიას ერთი ადამიანი დაშავდა – geonewest.com
ახალი ამბები

ბათუმში, მშენებლობაზე გაზის აფეთქებიას ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქება იყო. სავარაუდოდ გაზი აფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს ადგილზე გაეწია შესაბამისი პროცედურები მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“დაშავებული მხოლოდ ერთია, ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი”,- აცხადებს თვითმხილველი.

ტერიტორია სამართალდამცავებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

Back to top button