მოულოდნელად ხიდზე მოძრავი მანქანა გაჩერდა და იქიდან მგზავრი გადმოვიდა… – მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს – geonewest.com
ახალი ამბები

მოულოდნელად ხიდზე მოძრავი მანქანა გაჩერდა და იქიდან მგზავრი გადმოვიდა… – მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს. “ინფო რუსთავის” ცნობით, მაშველებმა ცხედარი მდინარის, გაჩიანი-რუსთავის მონაკვეთზე იპოვეს.

არსებული ინფორმაციით ცხედარი პირველ მარტს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცისაა. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ მოულოდნელად ხიდზე მოძრავი ავტომობილი გაჩერდა, იქიდან მგზავრი გადმოვიდა და მტკვარში გადახტა. 

სამძებრო სამუშაოებში მაშველები პირველივე დღიდან ჩაერთვნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ინფო რუსთავი

Back to top button