
ტრაგედია დატრიალდა წუხელ აწყურში. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ აწყურთან “სუბარუს” მარკის ავტომობილი ცხენს შეეჯახა, რის შედეგადაც გიორგი ტაბატაძე და დავით მოსიძე ადგილზე დაიღუპნენ.
გარდაცვლილი ახალგაზრდები პროზექტურაში გადაასვენეს.
გლოვობს მთელი აწყური, ღირსეული ბიჭები დავკარგეთ. როგორ უნდა შევხედოთ მათ მშობლებს თვალებში, როგორ უნდა ვუთხრათ სამძიმარი არ ვიცი” – ამბობენ გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობლები.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია



