ახალი ამბები
სვანეთში დაღუპული მესამე მოსწავლის ცხედარიც იპოვეს – მეორე მდინარეში ჩაიტანა წყალმა…
ცოტა ხნის წინ, სვანეთში, მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ამ წუთებში ისინი მის ამოყვანას ცდილობენ.
მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დილითვე აღმოაჩინეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარიც.
დღეს სამძებრო სამუშაოების მეექვსე დღეა. ნაპოვნია კიდევ ერთი გოგონას ცხედარი, მას 2 დღის წინ, მდინარეში მიაგნეს.
2 მაისს, 3 მოზარდი, სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან, ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში ნაკრაში გადავარდა.