ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 20 დღის ჩვილი ხელიდან გაუვარდათ?! – მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარის შესახებ? – geonewest.com
ახალი ამბები

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 20 დღის ჩვილი ხელიდან გაუვარდათ?! – მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარის შესახებ?

ოჯახი ამტკიცებს, რომ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 20 დღის ჩვილი ხელიდან გაუვარდათ. ტვ პირველისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავებული ახალშობლის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადმოყვანა თბილისში, “იაშვილის კლინიკაში” გახდა საჭირო.

დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჩვილს თავის ძვლის მოტეხილობა აქვს.

მშობლების ინფორმაციით, ბათუმში მდებარე კლინიკა ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა და ტრავმის მიუხედავად ჩვილის საავადმყოფოდან სასწრაფოდ გაწერას გეგმავდა.

ირკვევა, რომ ახალშობილი კლინიკაში რესპერატორული ჩივილებით შეიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა. მას შემდეგ კი რაც მშობლების მოთხოვნით, ბავშვს თავზე გადაუღეს, აღმოჩნდა რომ თავის ქალა დაზიანებულია. 

ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტო სწავლობს. 

წყარო: ტვპირველი

Back to top button