(ვიდეო) “გოგონა დახმარებას ითხოვდა.. თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გადმოაგდო ბიჭმა გოგონა აივნიდან..“
ბარსელონაში ქართველი ქალის დაღუპვის გამო სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო გამოსვლებს მართავს. რამდენიმე დღის წინ 33 წლის ქართველი ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მკვლელობის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით მისი ქართველი ქმარია დაკავებული. მამაკაცის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის, თუმცა მეზობლები ადასტურებენ, რომ ტრაგედიის წინ და მანამდეც ბარსელონაში მცხოვრები მიგრანტების ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა.
„მთავარ არხს“ მოკლულის მეგობრების უყვებიან, რომ ნათია გულბანს მამაკაცმა ხელი დაახლოებით 2 კვირის წინ სთხოვა და მას შემდეგ საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ.
„ამ საქმეს ჰყავს მოწმეები, მეზობელი გოგოები. მათ დაინახეს ყველაფერი. დამნაშავის დედამ მოიგონა ზღაპარი, რომ ნათია გადახტა. ეს არის ზღაპარი. გოგონა დახმარებას ითხოვდა. დაინახეს, როგორ გადმოაგდო ბიჭმა გოგონა აივნიდან. არსებობენ მოწმეები, რომლებიც მივიდნენ ადგილზე და ნათიას გულის მასაჟებს უკეთებდნენ. დედამთილი ჩამოვიდა, გოგონას თავზე დაადგა, ამოიღო სიგარეტი და დაიწყო მოწევა. ეს არის ცივსისხლიანობა. ესპანელმა კაცებმა დააკავეს ეს ნაძირალა ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა“ – ამბობს ნათია გულბანის ახლობელი.