ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არიან ბავშვებიც – geonewest.com
ახალი ამბები

ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არიან ბავშვებიც

მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge სამოქალაქო აქტივისტ ნარმინ საფაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხმარებლებმა ტორტი ერთ-ერთ საკონდიტროში შეიძინეს. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტის, „ოვენის“ სასწრაფო შემოწმებას ვითხოვთ. აღნიშნულ ობიექტში ნაყიდი ტორტის ჭამის შემდეგ 6 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 3 ადამიანი (2 ზრდასრული და 1 ბავშვი) სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა“ – აცხადებს ნარმინ საფაროვა.

ტორტის ნაწილს, რომელიც შენახულია, ლაბორატორიულ კვლევაზე წარადგენენ.

Back to top button