ახალი ამბები

კაცი, რომელიც ავარიის შემდეგ საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა – სად მოხდა საბედისწერო შემთხვევა?

ქუთაისში რამდენიმე დღის წინ ავანგარდის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა.

მამაკაცს ავტომობილი 30 სექტემბერს დაეჯახა, ის დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მძღოლი დაკავებულია, გამოძიება კი 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

“ინფო იმერეთი” 

Back to top button