ახალი ამბები

15 წლის მოზარდს მინივენი დაეჯახა – როგორ და რა ვითარებაში მოხდა მძიმე შემთხვევა?

რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. მეგობრობის გამზირზე “მერსედესის” მარკის მინივენი 15 წლის ბიჭს მაშინ დაეჯახა, როცა მოზარდი ავტობუსიდან ჩამოვიდა და გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

“ინფო რუსთავს” კლინიკაში განუცხადეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება, კონტაქტურია და უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

ინფო რუსთავი

Back to top button