
24 მაისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
თვითმხილველების თქმით, დაშავდა ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი – ერთი მათგანი კლინიკა „იმედში”, სადაც ამ ეტაპზე კვლევები უტარდება. კლინიკაში განგვიცხადეს, რომ მას გულმკერდის და მუცლის ღრუს ტრავმა აღენიშნება
მეორე დაშავებული კი, ახალციხის “რეფერალურ ჰოსპიტალშია” გადაყვანილი.
სამხრეთის კარიბჭე



