ახალი ამბები
(ვიდეო)“სიყვარულო, მიყვარხარ…“ – რა ვიდეოს აქვეყნებდა რუსთავში მოკლული გოგო
რუსთავში მოკლული დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვლილები მარიამ სოფრომაძე და მისი დედა- ინგა ბეგაშვილი არიან. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, თუმცა იმ დროს იქ ბევრი ხალხი არ იმყოფებოდა. დანაშაულის ადგილას პირველები რუსთავის დასუფთავების თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც 5 გასროლის ხმა გაიგეს და ორი ცხედარი ნახეს. მათივე თქმით, დამნაშავეს გაქცევა არ უცდია და პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. ერთ ერთი ვერსიით კი მან, თავად დარეკა პოლიციაში.
მარიამის ფეისბუკ გვერდზე 2023 წელს გამოქვეყნებულია ვიდეო, სადაც ცოლ-ქმარი ერთობა: