მანქანა გალავანს შეასკდა და ამოტრიალდა, არის მსხვერპლი, არის დაშავებული – ცნობილი გარდაცვლილის ვინაობაც – geonewest.com
ახალი ამბები

მანქანა გალავანს შეასკდა და ამოტრიალდა, არის მსხვერპლი, არის დაშავებული – ცნობილი გარდაცვლილის ვინაობაც

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილით ორი პირი გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გალავანს შეეჯახა და ამობრუნდა.

ადგილზე დაიღუპა ართანაში მცხოვრები 50 წელს გადაცილებული, სოსო ჩახუტაშვილი. მეორე მგზავრი კი დაშავდა და თელავში, რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც მომხდარის მიზეზებს არკვევენ. 

წყარო: mak.ge

Back to top button