
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა. 16 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 13 აგვისტოს მოხდა.
როგორც “ამბებს” წყარო უყვება, გოგონა სანდრა შარაშიძეა. ის ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ტრაფედია დატრიალდა.
“მწვანე კონცხზე ცხობრობდნენ და ზღვაზე იყო გადასული ბავშვი. უკან რომ ბრუნდებოდა სავარაუდოდ მაგ დროს მოხდა ეს უბედურება. სანდრა ერქვა. გოგონას დედამ გაიგო უკვე. მარტო იყო როგორც ვიცი, როდესაც ეს უბედურება მოხდა,” – განუცხადა წყარომ გამოცემას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ambebi.ge



