
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1951 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1972 წელს დაბადებულ თ.მ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პოლიციამ ა.დ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.