ახალი ამბები

“ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა წამლების მიღებით სიცოცხლის დასრულებას ცდილობდა…” – ბოლნისში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის კიდევ ერთი შემზარავი დეტალი გახდა ცნობილი

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ბოლნის­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ წერს.

“ბოლ­ნის­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის კი­დევ ერთი შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი. 8 წლის ბავ­შვს შე­უმ­ჩნე­ვია, რომ დედა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წამ­ლე­ბის მი­ღე­ბით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბას ცდი­ლობ­და.

პა­ტა­რა ცდი­ლობ­და მის გა­დარ­ჩე­ნას უყ­ვი­რო­და, ბე­ბი­ას ეძახ­და: დედა თავს კლავ­სო. ამ მძი­მე წუ­თებ­ში დე­დამ, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, უმ­ძი­მეს ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებს ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებ­და, ბავ­შვს გულ-მკერ­დის არე­ში მაკ­რატ­ლით და­არ­ტყა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ არა­ვინ გა­ი­გოს და და­ას­რუ­ლოს ცხოვ­რე­ბა.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ძი­მე. ალ­ბათ, როცა ეს ქალი გონ­ზე მოვა და გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რა ჩა­ი­დი­ნა, ამ ტვირთთან ცხოვ­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა… ეს 8 წლის ბიჭი ოჯახ­ში უფ­რო­სი იყო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კი­დევ ორი პა­ტა­რა და-ძმაც იმ­ყო­ფე­ბო­და”, – წერს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა.

ბოლ­ნი­სის სო­ფე­ლი ხა­ხა­ლაჯ­ვარ­ში. დე­დამ შვი­ლი მოკ­ლა, შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. 42 წლის ქალ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი მოკ­ლა შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. მან და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

წყარო: resonancedaily. com

Back to top button