”შემთხვევით მოყვა აფეთქებაში, 3 შვილი დარჩა საწყალს…” – ნახეთ ცნობილია აფეთქების დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
თბილისში ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ქართველი გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძეა.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მეორე გარდაცვლილი ახალგაზრდა რატი საგანელიძეა.
ცნობილი ხდება კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა. როგორც ენათმეცნიერი მარინე ბერიძე წერს დაღუპული ლევან ჯეირანაშვილია.
“გუშინ, იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობრების შვილი და ჩვენი შვილების მეგობარი, ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი. 90-იანი წლები ერთმანეთს გადავატანინეთ, ერთად ვზიდეთ პირადი და საზოგადო ტვირთი. Შვილებს ერთმანეთი შევაყვარეთ…
ერთ სკოლაში სწავლობდნენ. დილით ერთ “ნივაში” ქაფშიებივით ეწყობოდა 9 ბავშვი. ერთ რამედ ღირდა მერე სკოლის ეზოში ამათი იმ “ნივიდან” ჩამოცლა: ჯერ ყველაზე პატარა თეკლა, მერე მიყოლებით: დედუნი, ელისო, ირაკლი, ბაისო, ილია, ნინო, ლევანი… ლევანი ყველაზე უფროსი იყო. დღეს მზე ასე დაბნელდა 90-იანების მე-18 კორპუსელებისთვის…. ნანა, გურამ, თქვენთან ერთად დავტირით ჩვენს ღიმილის ბიჭს. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა!” – წერს ენათმეცნიერი მარინე ბერიძე.